მემორანდუმი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან

28 სექტემბერი 2018

28 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ხელი მოეწერება მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

მემორანდუმის ფარგლებში  მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებელების უფლებათა დაცვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას;  უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებას;  სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას და ამ მიზნით იურიდიული კლინიკების ქსელის გაფართოებას; სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  საკანონმდებლო ინიციატივებში კოპერირების პროცესს; საგრანტო პროექტებში პარტნიორულ თანამშრომლობას.

 

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჭეხანი, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი